წყნეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებული შვილის, 37 წლის სოსო ცერექაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.

როგორც ცერექაშვილის ადვოკატმა ლედი კორძაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა