ტაქსის მძღოლების აქციის გამო, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით ავტობუსები ვერ მოძრაობენ

ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები დროებით ვერ გადაადგილდებიან.

„რაც შეეხება ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანებს, მათ გადაადგილება კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით შეუძლიათ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა