ლაშა მიქავა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს, ფორუმის ფარგლებში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს, ჰუალინ ჟაოს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ITU-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტები, კერძოდ, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა აღნიშნეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებას განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, ხელოვნური ინტელექტის ფორმირების საკითხებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ მადლობა გადაუხადა ჰუალინ ჟაოს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

ლაშა მიქავამ ITU-ს გენერალური დირექტორი თბილისის ახალი აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა