ლაშა მიქავამ Google-ის დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ Google - ის ინჟინერიის დირექტორს სარა კლატერბაქს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Google - ის მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა google pay, google maps და სხვ., რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი.

ლაშა მიქავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ბაზარია, მას ჰყავს კარგად განვითარებული დეველოპერები, მოსახლეობა, რომელიც აქტიურად იყენებს google - ის სერვისებს, ასევე განვითარებული ტურიზმი და მზარდი რეგიონალური ბიზნეს საზოგადოება, რომელთა შორის ბევრი Google-ის სერვისების ლოიალური მომხმარებელია. მისი თქმით, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამ სერვისების განვითარება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად Google - ის ინტერესებშიცაა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლობენ აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, რათა ინტერნეტ - მომხმარებელმა Google - ის სერვისები საქართველოში სრულყოფილად მიიღოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს