პრემიერი - ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები

ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები, გააერთიანოს ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან, მთაწმინდა არის ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის გამორჩეული და ისტორიული უბანი. დღეს ქართველ ერს სჭირდება კონსოლიდაცია და ერთსულოვნება. კონსოლიდაცია ჩვენი ეროვნული ინტერესების გარშემო. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები. შეუძლია დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები და გააერთიანოს ქართული საზოგადოება ამ ინტერსების გარშემო“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „საქართველოს წინაშე არის ძალიან ბევრი და მტკივნეული გამოწვევა“.

„ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა, ის ეროვნული იდეა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება რომ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, ეს არის განათლება. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს ვიმყოფები საზოგადოებაში, რომლისთვისაც განათლება არის განსაკუთრებული ფასეულობა“,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო