„ქართულმა ოცნებამ“  მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის არის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა. დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთამწინდელების ნდობას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე განაცხადა.

„მთაწმინდა არის გამორჩეული ადგილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი ბატონი ლადო კახაძე. ის არის თავის სამშობლოზე და თავის ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიც, ა რომ ის არის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სოეკულაციისა და ჩემთვის ეს ყველაზე დიდი დასაფასებელი თვისებაა. დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთამწინდელების ნდობას და პარლამენტში მთაწმინდელებს ეყოლებათ ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც დაიცავს თქვენს ინტერესებს“,- განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს