კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, მთაწმინდის ულამაზეს ქუჩებში შევქმნით ისეთ ისტორიას,  რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათამკვლელ ომს თუ სამოქალაქო დაპირისპირებას

დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათამკვლელ ომს თუ სამოქალაქო დაპირისპირებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ მთაწმინდის რაიონის ისტორიულობას გაუსვა ხაზი.

„მთაწმინდის რაიონი თბილისის გულია. მთაწმინდის, სოლოლაკის, ვერის ქუჩები შემსწრეა და ინახავს საქართველოს და თბილისის ისტორიის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. რამდენიმე დღის წინ ავღნიშნეთ 30 წლისთავი სწორედ მთაწმინდაზე, რუსთაველის გამზირზე მომხდარი დიდი ტრაგედიიდან, 9 აპრილიდან, რომელმაც მთელი ერი გაგვაერთიანა და გარდამტეხი მუხტი მოგვცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად. ამ ტრაგიკული თარიღიდან 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს ისევ აქ, მთაწმინდაზე, პარლამენტის შენობაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მოგეხსენებათ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ 1918 წელს მიღებული აქტის საფუძველზე, რომელსაც ასევე მთაწმინდაზე, დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოეწერა ხელი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ახალი ისტორია სწორედ აქ, ამ ისტორიულ უბანში იწერება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ქართველი, თითოეული მთაწმინდელი, ამ ულამაზესი რაიონის ქუჩებში შევქმნით ჩვენი ქვეყნის ისეთ ისტორიას, რომელშიც ადგილი აღარასდროს ექნება ძმათამკვლელ ომს თუ სამოქალაქო დაპირისპირებას. ადგილი აღარ ექნება ტრიბუნიდან შუღლისკენ მოწოდებებს, ადგილი აღარ ექნება ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და სწორედ 9 აპრილის იდეალებით, ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი უბნის საქმეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა