ირაკლი ოქრუაშვილი - ხანდახან მიხარია, რომ ატომური ბომბი არ გვაქვს, თორემ ამათ ღილაკები აერეოდათ და მერე მსოფლიოში რა ამბავს დაატრიალებდნენ,  ხომ წარმოგიდგენიათ?!

ხანდახან მიხარია ხოლმე, რომ ზესახელმწიფო არ ვართ და ატომური ბომბი არ გვაქვს, თორემ ამათ ღილაკები აერეოდათ და მერე მსოფლიოში რა ამბავს დაატრიალებდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

ოქრუაშვილმა ბოლო პერიოდში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები შეაფასა. ოქრუაშვილის განცხადებით საარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილს კვლავ დიდი რესურსის გამოყენება მოუწევს, რათა „ქართულ ოცნებას“ რაიმე შედეგი მაინც ქონდეს.

ბიძინა ივანიშვილს თავისი დიდი ხურჯინი გარეთ რომ აქვს გამოსატანი და სხვანაირად რომ ვერ გადარჩება, თვითონაც მშვენივრად ესმის. მაგრამ ერთი მთავარი რამ ავიწყდება, ამ ქვეყანაში მთავარი ფასეულობა უნდა გახდეს ადამიანი. მისი ეკონომიკის მინისტრი გამოდის ამას წინათ და იძახის ისეთ რამეს, რომ თმები ყალყზე დაგიდგება ადამიანს - „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც სესხით ყიდულობენ მაცივარს და ტელევიზორს, ამის მერე ვალებს იდებენ და შავ სიაში ხვდებიანო“. რას ნიშნავს ეს? გუშინ ხომ სჭირდებოდათ ეს ადამიანები, არჩევნებზე რომ დაარბენინებდნენ. ასეთი განცხადების ფონზე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ადამიანს თანამდებობის დატოვება მოუწევდა. მან დაგვიანონსა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს მოვაგვარებო. სამი თვე გავიდა დაახლოებით და მისი რიტორიკიდან ვინმეს დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი 1 წელიწადში რამის მომგვარებელია? მე ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩენია“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გარემოცვაც გააკრიტიკა და მათ ოროსნები უწოდა.

„ამ ადამიანმა მოახერხა და თუკი ვინმე ოროსანი დადიოდა ამ ქვეყანაში, ყველა ირგვლივ შემოიკრიბა, მინისტრებიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებით დამთავრებული. ვგულისხმობ მათი გუნდის დიდ ნაწილს, რომლებსაც ხელეწიფებათ ქვეყანაში იმ ღილაკების მართვა, რომლითაც ქვეყანა იმართება. ხანდახან მიხარია ხოლმე, რომ ზესახელმწიფო არ ვართ და ატომური ბომბი არ გვაქვს, თორემ ამათ ღილაკები აერეოდათ და მერე მსოფლიოში რა ამბავს დაატრიალებდნენ ხომ წარმოგიდგენიათ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს