მიხეილ ბატიაშვილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია და იქ დაცულ X საუკუნის ნევმირებულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებს გაეცნო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში X საუკუნის იმ ჰიმნოგრაფიულ კრებულებს გაეცნო, რომლებშიც საგალობლის ჰანგი ნევმებით – ძველი სამუსიკო ნიშნებით – არის ჩაწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს ნევმების სისტემის მიმართ სამეცნიერო ინტერესი მრავალი წელია არსებობს, თუმცა მასში დაცული საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ნევმირებულ ხელნაწერთა შორის გამორჩეულია მიქაელ მოდრეკილის იადგარი და ნევმირებული ძლისპირნი.

„დღევანდელი ჩვენი ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც საქართველოს ეროვნული საგანძურია დაცული, არ არის შემთხვევითი. X საუკუნის იმ ჰიმნოგრაფიულმა კრებულებმა, რომელიც დღეს ვნახეთ, ძველი სამუსიკო ნიშნები – ნევმები – შემოგვინახა. მათი კითხვის წესი საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერი სახით ვრცელდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ძველი სანოტო ნიშნების ამოხსნა. ხვალ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სწორედ ამ კვლევითი მიგნებებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. ქართული ტრადიციული მუსიკა მსოფლიო მონაპოვარია, რომლის მეცნიერულ კვლევას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს