ხათუნა თოთლაძემ სემეკის პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (TWINNING) ფარგლებში, პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისადა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერიმარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ - გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილე მიესალმა TWINNING-ის პროექტის დაწყებას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს წარმატება უსურვა.

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, საბერძნეთის ელჩებმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

პროექტი - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (E-Control), საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა და საბერძნეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირმა გამოყო 1 200 000 ევრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო