ირაკლი ოქრუაშვილი - გიორგი გახარიას ვამეცადინებდი სისტემის მართვაში

ხანდახან რომ ვუყურებ ამათ მინისტრებს, მიფიქრია, რეპეტიტორობა ხომ არ დავიწყო და კერძო გაკვეთილები ხომ არ ავიღო, ამათი მინისტრები ხომ არ ვამეცადინო, გახარიას ვამეცადინებდი პირველ რიგში სისტემის მართვაში, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. ოქრუაშვილის თქმით, მან იცის ის სისტემა, რომელიც გახარიამ ჩაიბარა, რომელსაც ფაქტობრივად, აწყობილი სისტემა დახვდა კაბინეტში.

„ხანდახან რომ ვუყურებ ამათ მინისტრებს, მიფიქრია, რეპეტიტორობა ხომ არ დავიწყო და კერძო გაკვეთილები ხომ არ ავიღო, ამათი მინისტრები ხომ არ ვამეცადინო. გახარიასაც ვამეცადინებდი. პირველ რიგში სისტემის მართვაში. ის სისტემა მე ვნახე შიგნიდან რას ნიშნავდა. გახარიამ მიიღო გასუფთავებული კაბინეტი, ყველაფერი კარგად და მშვენივრად აწყობილი. მე რომ მაგ სისტემაში მივედი, მეხუთე სართულზე ისევ ნარკოტიკი იყიდებოდა, ჩვეულებრივად ამუშავებდნენ ბარიგებს, მოჰყავდათ, აძლევდნენ, მერე იმათ ფული მოჰქონდათ, აჭერინებდნენ და ა.შ. გახარიას დღეს შეუძლია გაცილებით მეტად გადადგას წინ ნაბიჯები მუნიციპალური პოლიციის განვითარების კუთხით ან სხვა კუთხით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა კონკურენციის არარსებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთმანეთს მხოლოდ „სისულელეების კეთებაში ეჯიბრებიან“.

„მე ამათ ადგილას იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს, თბილისს გავყოფდი შუაზე, მარჯვენა სანაპიროს მერს ავირჩევდი ცალკე, მარცხენა სანაპიროს მერს ავირჩევდი ცალკე, რომ იქნება ერთმანეთში შეჯიბრის გამო უკეთესი აკეთონ. ესენი ერთმანეთს ეჯობრებიან სისულელეების კეთებაში“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო