გორში, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

ამ წუთებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარია. ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. მომხდარის გამო, მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს