საქართველოს უნივერსიტეტი მორიგ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

3 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი რიგით მესამე კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. მსგავსი მასშტაბის ფესტივალი საქართველოში ერთადერთია და წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან ქვეყნის კიბერ სივრცის ყველა დაინტერესებული მხარე.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს სამთავრობო, სამოქალაქო, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ეძლევათ დისკუსიის, აზრთა გაცვლისა და მიმდინარე გამოწვევების გადაჭრის გზებზე მუშაობის შესაძლებლობა. სპეციალურად მოწვეული სპიკერები, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა საქართველოში - სამართლებრივ -ინსტიტუციური ჩარჩოები; სტრატეგია; კიბერ საფრთხეები და სახელმწიფოს როლი; კრიტიკული ინფრასტრუქტურების დაცვა; კიბერუსაფრთხოების იურიდიული ასპექტები; კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი; პიროვნების დაცულობა ინტერნეტ სივრცეში; ინტერნეტი და ბავშვები. გარდა ამისა, წარმოდგენილი და განხილული იქნება კიბერუსაფრთხოების როლი ბიზნესში.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში განხილული იქნება ბლოქჩეინი, თუ რამდენად უსაფრთხოა ბლოქჩეინ სისტემა, კრიპტოვალუტა, კრიპტოლოგიის მნიშვნელობა კიბერუსაფრთხოებაში და სხვა.

გარდა ამისა, ფესტივალზე საქართველოში პირველად, განხილული იქნება “დომენური სახელების სისტემების უსაფრთხოება DNSSEC“ და წარმოდგენილი იქნება სპეციალური პრეზენტაცია ინტერნეტ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ, ასევე ქართული ოპერაციული სისტემის, ქართული ანტივირუსისა და ქართული SIEM - ის შესახებ.

კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. წელს მისი სპონსორები არიან: Greennet; კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი; კავკასუს ონლაინი; HT Solutions; და ICANN.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ფესტივალზე დასასწრებად, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს, ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. http://ifcs.ug.edu.ge/registration

კიბერუსაფრთხოება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან კიბერშეტევების რიცხვი მზარდია, ამიტომ საჭირო ხდება მათი თავიდან არიდება და თავდაცვა. ამ მხრივ მოვლენებს არც საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების და ტექნოლოგიების სკოლა ჩამორჩება და უკვე მესამე წელია, რაც აღნიშნული მიმართულებით, წამყვანი სპეციალისტების დახმარებით, საფუძვლიანად ამზადებს სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ ორგანიზებით ტარდება.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა