მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს კომპანია white&case, რომელიც მთავრობამ ინვესტორებთან მოლაპარაკებებში დასახმარებლად დაიქირავა

კომპანია white&case-ს ჯერჯერობით რჩევები არ მოუცია, რადგან ჯერ მოლაპარაკების პროცესში არ ვართ, ვგულისხმობ იმას, რომ აპრილის შეხვედრა ინვესტორებთან არ შემდგარა და ამ შეხვედრაში white&case მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს კომპანია white&case-თან გაფორმებული ხელშეკრულების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობამ კომპანია ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში დასახმარებლად დაიქირავა.

"white&case-სთან ხელშეკრულების გაფორმება ძირითადად ემსახურებოდა მოლაპარაკებაში დახმარებას, ხელშეწყობას და ხელშეკრულებაში ცვლილებების მომზადებას, რომლიც სწორედ ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესში დაფორმირდება. ასევე, ესაა რჩევები ბანკების და კონსორციუმის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით“, -განმარტა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს