აიპლიუსში iPhone-ების დიდი ნაწილი 500-დან 700-ლარამდე ნაკლებ ფასად იყიდება

ქართულ ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით, აიპლიუსში iPhone-ების დიდი ნაწილი 500-დან 700-ლარამდე ნაკლებ ფასად იყიდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ, "აიპლიუსიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აიპლიუსსა და Apple-ის ტექნიკის მომწოდებლებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად iPhone-ის ფასები "აიპლიუსის" ქსელში შემცირდა.

„აიპლიუსში" შეძენილ ოფიციალურ iPhone-ებზე, ოფიციალური გარანტია ვრცელდება.

„გარდა ამისა, 2019 წლის 1 მარტიდან, მას შემდეგ რაც iPlus მულტიბრენდი გახდა, ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით 300 ლარიდან 400 ლარამდე იაფად იყიდება SAMSUNG-ის ფლაგმანები. აიპლიუსში ნაყიდ SAMSUNG-ის მოდელებზე ვრცელდება ერთ წლიანი აიპლიუსის და საერთაშორისო გარანტია.

სწორედ მომხმარებელი რჩება მოგებული, როდესაც ერთ სივრცეში შეუძლია Apple, SAMSUNG და Huawei მოდელები ერთმანეთს შეადაროს და “აიპლიუსის” ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს არჩეული მოდელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი, ამიტომ ყოველთვის ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ საუკეთესო შეთავაზებას”, - აცხადებენ „აიპლიუსში”.

აიპლიუსის ფილიალები თბილისში განთავსებულია 3 ლოკაციაზე - პეკინის 11, ჭავჭავაძის 19, ჭავჭავაძის 34-ში. კომპანიის ფილიალები ბათუმში - ჭავჭავაძის 5-ში და გორგილაძის 88-ში მდებარეობს, ხოლო ქუთაისში - წერეთლის ქ 4-ში.

“აიპლიუსი” 1 მარტიდან მულტიბრენდი გახდა და პრემიუმ კლასის Apple-ის პროდუქციას SAMSUNG-ის და Huawei-ის ხაზი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა