მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფის ნაწილში

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფის ნაწილში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ევროკავშირის ახალი პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება" პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

„ძალიან მისასალმებელია პროექტი, რომელიც გულისხმობს 1.2 მლნ ევროს დაფინანსებას იმისთვის, რომ ავსტრიის და სლოვენიის საჯარო შესყიდვების სააგენტო დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს და მოქნილს გახდის არსებულ სისტემას. ეს ასევე უზრუნველყოფს კორუფციული რისკების შემცირებას და კონკურენციის შენარჩუნებას“, - განმარტა ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს