წყნეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს

ადვოკატის ინფორმაციით, წყნეთში, მამის მკვლელობაში ბრალდებული 37 წლის სოსო ცერექაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის დუმილის უფლებით სარგებლობს. როგორც ცერექაშვილის ადვოკატი, ლედი კორძაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, ბრალდებულის მხრიდან აღიარებითი ჩვენება პროკურატურის ვერსიაა და თავად ცერექაშვილი ამ ფაქტებთან დაკავშირებით არ საუბრობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს. ბრალდების ვერსიით და საქმის მასალებით, რაც ამ ეტაპზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ჩანს, რომ ის თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ეს ჩვენ არ დაგვიდასტურებია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტებთან დაკავშირებით არ საუბრობს", - განაცხადა კორძაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურას ცერექაშვილის ალკოჰოლზე, ან სხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულების დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

"სახელმწიფო ბრალდებამ ისაუბრა, რომ ის ალკოჰოლზე დამოკიდებულია და ასევე, მოიხმარს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, თუმცა, არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დასაქმებულია, ის 8 წელია, სტაბილურად მუშაობს ერთი და იმავე ადგილზე. შესაბამისად, რაიმე დოკუმენტის გარეშე, იმის მტკიცება, რომ ის არასტაბილური პიროვნებაა და ალკოჰოლზეა დამოკიდებული, საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა