ანი წითლიძე - ყველაზე კომიკური და სასწაული ის არის, რომ ზუგდიდში ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა

ყველაზე კომიკური და სასწაული ის არის, რომ ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ გადაცემა ,,ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თმით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მთელი დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ზუგდიდის სოფლებში დაყვებოდნენ, უთვალთვალებდნენ და ფოტოებს უღებდნენ, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალაც მათ ხელთ აქვთ.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში, ჭითაწყარის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის წუთიდან დაიწყეს ჩვენზე უკანონო თვალთვალი. მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრისას, სოფელ ნარაზენში, ჩვენ მივედით ამ ადამიანებთან და ვკითხეთ, რატომ დაგვყვებოდნენ და გვიღებდნენ ფოტოებს. ადამიანებს, რომელთაც ფორმები არ ეცვათ, სცადეს გაქცევა, რის შემდეგაც გადავუკეტეთ გზა, დავრეკეთ საპატრულო პოლიციაში. გვითხრეს, რომ მათ არ იცნობდნენ და ისინი არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები. ყველაზე კომიკური და სასწაული ის არის, რომ ჩვენს მიერ გამოძახებულმა პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა. ადგილობრივი მოსახლეობაც გვეუბნებოდა, რომ ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში, ყველა იმ სოფელში, სადაც ჩვენი კანდიდატები გადაადგილდებოდნენ, უკან დაყვებოდნენ. ჩვენ პირველივე წუთიდან ვიღებდით ყველაფერს და ამ ვიდეომასალაც მალე გავასაჯაროვებთ. პოლიციის დაუმორჩილებლობა როგორ იყო, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები გვეგონა. ,,ქართული ოცნება“ ზუგდიდიში დარჩენილია ამ ხერხებისამარა, სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პოლიციას იყენებენ პოლიტიკური ნიშნით. ეს გათვლილია ჩვენი ამომრჩევლების დაშინებაზე“, - განაცხადა ანი წითლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო