იტალიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, წერეთლის გამზირზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური დაათვალიერეს

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლისათვის იტალიის მთავრობამ 2 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, იტალიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, წერეთლის გამზირზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება კვლავ რჩება სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში იგეგმება 5 ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება.

,,ვიზიტის მიზანია იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქართული მხარისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს