პრეზიდენტის ადმინისტრაციას  სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაცია  ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაცია თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, 63 თანამშრომელს ჯამში 436 500 ლარი ჩაერიცხა.

„ეს არის 63 თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ოდენობის ჯამი. ჩარიცხვების პროცედურები გუშინ განხორციელდა,“- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი კადრებით დაკომპლექტებას გულისხმობს, მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, „ვაკანსიების გამოქვეყნების პროცედურებთან დაკავშირებით ბოლო დეტალები საჯარო ბიუროსთან თანხმდება“.

გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, რამდენი ვაკანტური ადგილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და რა მიმართულებებზე.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაცია ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა