ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ექთნების შრომითი პირობები მძიმე და სავალალოა

პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ექთნების შრომითი პირობები მძიმე და სავალალოა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სავალალოა მათი სამუშაო პირობები, სამუშაო დრო, რასაც დაბალი ანაზღაურება ემატება.

აღნიშნულის თქმის საფუძველს ბექა ნაცვლიშვილს „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები აძლევს, რომლის პრეზენტაციაც პარლამენტში იმართება.

„სოლიდარობის ქსელის“ კვლევამ 200 ექთანი და 10 სამედიცინო დაწესებულება მოიცვა.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში პრობლემაა არა ექთნების კვალიფიკაცია, არამედ მათი შრომის პირობები.

„ყოველთვის აქცენტი ექთნების კვალიფიკაციაზე კეთდება. ხშირ შემთხვევაში მათ კვალიფიკაციას არანაირი კავშირი არ აქვს შრომის პირობებთან, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მათი შრომითი უფლებები არის შელახული და სავალალო. ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს 60-ზე მეტი პაციენტის მომსახურება უწევთ, რაც პრაქტიკულად ენთუზიაზმის საფუძველზე ხდება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ექთნებისათვის განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ზღვარი და ასევე დაწესდეს სტანდარტი, რომლის მიხედვით, ერთ ექთანზე პაციენტების განსაზღვრული რაოდენობა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა