აკაკი ზოიძე - ზოგჯერ არასამთავრობოების ანგარიშები შინაარსით პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს ჰგავს

არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებშია წარმოდგენილი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე კორუფციისა და ნეპოტიზმის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

„ზოგჯერ ეს ანგარიშები თავისი ფორმითა და შინაარსით პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს ჰგავს. რა თქმა უნდა, არის პრობლემა, საჭიროა ყურადღება და ეს არის ის მიმართულება, რაზეც მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს