მარიამ ქვრივიშვილი ჩეხეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით National Geographic-ის, Forbes-ის, Vogue-ის, Cosmopolitan-ის ჩეხური რედაქციების წარმომადგენლებისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ყვარელი, თელავი და წინანდალი მოინახულეს. თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული კერძების, ღვინის და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

ჩეხეთიდან პრეს-ტური ავიაკომპანია Georgian Airways-ის მხარდაჭერით და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით გაიმართა. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩეხეთიდან საქართველოში 66.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში, ჩეხეთიდან დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს, მოხარულები ვართ, რომ საქართველოთი ისეთი გამოცემები დაინტერესდნენ, როგორიც არის: Vogue, Cosmopolitan, Forbes და სხვა. ჩვენ გვსურს უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი დავანახოთ, რომ შემდეგ ბევრი პოზიტური სტატია დაწერონ საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ინტერესს და ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს