დავით მათიკაშვილი - მომეცით საშუალება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის სანდოობაში ეჭვი შევიტანო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის სანდოობაში, მომეცით საშუალება, რომ ეჭვი შევიტანო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოს ოფისი სუბიექტური და მიკერძოებულია.

„დავიტოვებ ეჭვის საფუძველს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევები არ იყოს მართალი. სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ბევრს აკეთებს. ის ვალდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს ამისთვის. საქართველოს პარლამენტშიც მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ამ კუთხით აუცილებელია",-განაცხადა მათიკაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

იხილეთ ვიდეო: მმართველი გუნდი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშს ეხმაურება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა