დავით მათიკაშვილი - ზუგდიდში სამართალდამცავები შესაბამისი წესით მოქმედებდნენ

გუშინ, ზუგდიდში სამართალდამცავები შესაბამისი წესით მოქმედებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დაკავების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

"ჩემთვის ცნობილია, რომ მოხდა კონკრეტული ინცინდენტი და ამ დროს სამართალდამცავები მოქმედებდნენ შესაბამისი წესით. რაც შეეხება პოლიტიკური დევნის თაობაზე შეფასებას, ეს პოლიტიკური პარტიის სუბიექტური შეფასებაა. შესაბამისად, არ არის გასაკვირი "ნაციონალური მოძრაობისგან" ასეთი შეფასება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო