გამოკითხულთა 41 % მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე კორუფციულ გარიგებაშია ჩართული, 48 % კი ფიქრობს, რომ მის ქმედებებს ხელისუფლება ხელს აფარებს

გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე კორუფციულ გარიგებაშია ჩართული. ხოლო, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის ქმედებებს ხელისუფლება ხელს აფარებს, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც ქვეყანაში კორუფციის არსებობას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანებს კითხვა დაუსვა, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ის რესპონდენტები, ვისაც ოთარ ფარცხალძის შესახებ სმენია, მეტწილად იზიარებენ იმ მოსაზრებებს, რომ ის კორუფციულ გარიგებებშია ჩართული, სარგებლობს ხელისუფლების მფარველობით და ინარჩუნებს გავლენას პროკურატურაზე.​​​​​​​

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძის ქმედებებს ხელს აფარებს ხელისუფლება, 7% პასუხობს - „არ შეესაბამება სიმართლეს“, 45% პასუხობს - „არ ვიცი“.

გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე კორუფციულ გარიგებაშია ჩართული, 5% პასუხობს - „არ შეესაბამება სიმართლეს“, 54 % პასუხობს - „არ ვიცი“.

გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია, რომელიც არაფორმალურად „აგვარებს საქმეებს“. 6 % პასუხობს - „არ შეესაბამება სიმართლეს“, 56% პასუხობს - „არ ვიცი“.

გამოკითხულთა 29 % მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე პროკურატურის არაფორმალური მმართველია, 11 % პასუხობს - „არ შეესაბამება სიმართლეს“, 60 % პასუხობს - „არ ვიცი“.

გამოკითხულთა 12 % მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძე კარგად ასრულებდა მთავრი პროკურორის მოვალეობას, 33% უარყოფით პასუხს სცემს, 56 % პასუხობს - „არ ვიცი“.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო