ირაკლი პეტრიაშვილი  სლოვაკეთში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს

სლოვაკეთში PERC გენერალური საბჭოს მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

ღონისძიებაში პროფკავშირების მსოფლიო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, ხოლო შეხვედრას პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვება.

ირაკლი პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ დროულად და ადეკვატურად გასცეს პასუხი თანამედროვეობის გამოწვევებს. იმ ფონზე, როდესაც გლობალურად დგას დემოკრატიის დეფიციტის, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური პრობლემები, რიგი ქვეყნების ლიდერები სოციალური დიალოგის წარმოების ნაცვლად ამჯობინებენ კონფლიქტებსა და შეიარაღების გაზრდაზე გააკეთონ აქცენტი. შესაბამისად, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას, საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობას და პან ევროპული რეგიონული საბჭოს რეგიონის ქვეყნების პროფესიულ ორგანიზაციებს განსაკუთრებით, ესაჭიროებათ იყვნენ მაქსიმალურად აქტიური არსებული გამოწვევების ადეკვატური გადაწყვეტილებების ძიების პროცესში.

ორდღიან კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორისაა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს კონსტიტუცია და მისი მუხლები, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ჩართულობა გლობალური მნიშვნელობის საკითხებში. შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ მულტინაციონალურ კომპანიებსა და კორპორაციებში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე, სხვადასხვა ქვეყნებში პროფკავშირის შიდა დემოკრატიის გამოწვევებსა და კრიზისებზე, პროფკავშირებს შორის ურთიერთობებზე და მათ როლზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ბელორუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის „ბიტუს“ მიმართ მხარდაჭერაც გამოხატეს, რომელიც ბოლო პერიოდში სერიზული ზეწოლის ობიექტი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს