ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - „ნაცმოძრაობა“ სხდომის ჩასაშლელად დიდი ხანი ემზადებოდა - დღეს ძალიან მომზადებულები მოვიდნენ და გააკეთეს ის, რაც მოხდა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხდომის ჩასაშლელად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანი ემზადებოდა. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა.

სულიკო თებიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები სხდომებს ბოლომდე არასდროს ესწრებიან და მხოლოდ კამერების წინ პოზირებენ.

„ისინი კამერების წინ ხმაურობენ, მოსახლეობას აჩვენებენ, თითქოს მუშაობენ. ეს მათი ტაქტიკაა. ისინი დეზინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. დღეს ძალიან მომზადებულები მოვიდნენ და გააკეთეს ის, რაც მოხდა,"- განაცხადა სულიკო თებიძემ.

ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცემი წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა