გარემოს დაცვითი რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით თბილისის მერიასთან ახალგაზრდებმა აქცია გამართეს

თბილისის მერიასთან ახალგაზრდებმა გარემოს დაცვითი რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით აქცია გამართეს. სტუდენტების მოთხოვნით ქვეყანაში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ საჭიროა რეგულაციების გამკაცრება. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მერის სახელზე თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს.

„ჩვენ ვართ სამოქალაქო აქტივისტები, "მწვანე კლუბი". სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც ვაპროტესტებთ შექმნილ სიტუაციას, კატასტროფულ სიტუაციას ქვეყანაში, დაბინძურებულია საშინლად გარემო და მერიას ვთხოვთ, რომ უფრო მკაცრი და კონკრეტული რეგულაციები, უფრო საჭირო რეფორმები გაატაროს ამ მიმართულებით და ასევე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიქმნას საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენ სტუდენტები, ახალგაზრდები ყველა დაინტერესებული მხარე ვიქნებით ჩართული და განვიხილავთ მიმდინარე რეფორმებს და რეგულაციებს", - განაცხადა გიორგი მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა