გიგი უგულავას საქმეზე გოკა გაბაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს კითხავენ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ე.წ. მარნეულის ეპიზოდს შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გოკა გაბაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს კითხავენ.

საქმე შეეხება 2014 წლის 5 ივნისს, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც უგულავას იძულებასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

როგორც გოკა გაბაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურია.

„ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური პროტესტი, მარნეულში თბილისიდან ჩავედით იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაძაბულიყო, რასაც ხელისუფლება აკეთებდა, ის ძაბავდა სიტუაციას, ის ძალიან უზნეო და საზოგადოების დამაზიანებელი არგუმენტებით ებრძოდა მაშინ ახმედ იმამკულიევს. ჩვენ მაშინ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დარჩენილიყო პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში, რაც ასეც იყო. ამ საქმით სასამართლოში მოსვლა უზნეობა და უნამუსობაა", - განაცხადა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, 2014 წელს, "ნაციონალური მოძრაობიდან" მარნეულში კენჭს იმამკულიევი იყრიდა. მისი კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნის გასაპროტესტებლად მარნეულში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებიან გიგი უგულავას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა