აუდიტის სამსახურმა ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებს 283 რეკომენდაცია მისცა, საიდანაც 57 არ შესრულდა

2016-2017 წლებში აუდიტის სამსახურმა გასცა 283 რეკომენდაცია, მათ შორის, 2016 წელს − 102, ხოლო 2017 წელს − 181,- ამის შესახებ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2016-2017 წლებში განხორციელებული აუდიტების შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში რეკომენდაციების შესრულების სატისტიკაც არის მოცემული, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში რეაგირება არ მომხდარა 57 რეკომენდაციაზე.

„ჯერჯერობით, რეაგირება არ მომხდარა 57 რეკომენდაციაზე, კერძოდ, შეუსრულებელია 2016 წლის − 14 და 2017 წლის − 43 რეკომენდაცია,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, რეკომენდაციების მონიტორინგის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შესრულებულია რეკომენდაციების 57%, ანუ 162 რეკომენდაცია, მათ შორის, 2016 წლის − 72 და 2017 წლის − 90. ნაწილობრივ შესრულდა 45 რეკომენდაცია, მიმდინარეა − 2017 წლის 13 რეკომენდაცია, ჩამოსაწერია − 6 რეკომენდაცია.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩაატარა 47 აუდიტი, სულ აუდირებულმა თანხამ 3,065,922.1 ათასი ლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო