ირაკლი აბესაძე - „გამჭვირვალობის“ კვლევა ბუნებრივია, რადგან ქვეყნის მმართველი საკუთარი ბიზნესახირებებისთვის ყველა უწყებას იყენებს

შედეგი, რომელსაც აჩვენებს “გამჭვირვალობის” კვლევა, საკმაოდ ბუნებრივია, რადგან ქვეყნის მმართველი საკუთარი საყოფაცხოვრებო ან ბიზნესახირებების შესასრულებლად ყველა სახელმწიფო ორგანოს მომსახურებით სარგებლობს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგების შესახებ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორუფციის პრობლემას შეეხება.

"უკანონოდ, დაუსაბუთებლად ითვისებს ქონებას. ერთ ლარად შეუძლია გადაკეტოს რკინიგზა თუ მაგისტრალები, საკუთარი ხეების გადასათრევად. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ შემდგომ მოსამართლეები, პროკურორები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნები, რომლებიც უნდა იძიებდნენ ამ კორუფციულ შემთხვევებს, თავად აღმოჩნდებიან დაუსაბუთებელი ქონების მეპატრონეები. ამ ქვეყანაში უბრალოდ შეუძლებელი ხდება ადამიანმა იცხოვროს ან აწარმოოს ბიზნესი ისე, რომ არ მოუწიოს ქრთამის გადახდა, არ მოუწიოს დაუსაბუთებელი მოპყრობა სახელმწიფო ორგანოებიდან. ასევე არის დასაქმების სფეროში, სადაც ნეპოტიზმი და საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაქმება არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომ სამსახური იპოვო. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია და აღარ არის გასაკვირი ის მძიმე შედეგი, რაც გვაქვს ეკონომიკური თვალსაზრისით და სიღარიბის ზრდის თვალსაზრისით," - განაცხადა აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო