სუდანის სამხედრო საბჭო ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გადასცემს

სუდანის სამხედრო საბჭო თანამდებობიდან გადაყენებულ ყოფილ პრეზიდენტს ომარ ალ-ბაშირს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ გადასცემს. ამის შესახებ სამხედრო საბჭოს პოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა უმარ ზეინ ალ-აბიდინმა განაცხადა.

„ჩვენ არ გადავცემთ ალ-ბაშირს საზღვარგარეთ. მისი გასამართლება სუდანში მოხდება“, - განაცხადა მან.

სამხედრო საბჭოს წარმომადგენელმა ასევე უარყო, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ არ განგვიხორციელებია სამხედრო გადატრიალება. ჩვენ ხალხის ნების საპასუხოდ მოვედით“, - აღნიშნა უმარ ზეინ ალ-აბიდინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად იბნ აუფმა განაცხადა, რომ არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა, რომელიც ქვეყანას ბოლო 30 წელი მართავდა.

ასევე შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომელიც ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქვეყანას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა