ნათია თურნავა  - ვქმნით მექანიზმებს, რომ ინვესტორი მეტად დაეყრდნოს თავისუფალ ენერგეტიკულ ბაზარს და არა წინასწარ გაცემულ გარანტიებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში იქმნება უფრო მოქნილი და ცივილიზებული სქემები, რომ ინვესტორი მეტად ენდოს და დაეყრდნოს თავისუფალ საბაზრო მექანიზმებს, ვიდრე წინასწარ გაცემულ გარანტიებს.

„ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული გარანტიების და მექანიზმების შექმნამ ინვესტორებისთვის, მაგრამ ახლა ვახორციელებთ ენერგეტიკულ რეფორმას, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული“ - აღნიშნა თურნავამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინვესტორებს სთავაზობს დერეგულირებულ ბაზარს. „დერეგულაცია ეტაპობრივად ხდება და სწორედ დელეგირებული ბაზარი, გამჭვირვალე თამაშის წესებით იქნება იმ ინვესტორების მთავარი მოტივატორი, რომლებიც ააშენებენ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ