ხათუნა გოგორიშვილი - მარნეულში სხვებიც ვიყავით და ეს არავის გახსენებია, გიგი უგულავას წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი მიდის

არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა და რატომღაც, მხოლოდ გიგი უგულავა გაახსენდათ. არადა, მარნეულში სხვებიც ვიყავით და ეს არავის გახსენებია. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროცესი გიგი უგულავას წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხათუნა გოგორიშვილმა გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა. ის დღევანდელ სხდომაზე, გოკა გაბაშვილთან ერთად, მოწმის სახით იკითხება.

როგორც ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, 2014 წელს ოპოზიციის ლიდერებმა მარნეულში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია განმუხტეს და რომ არა, მათი ჩარევა, შესაძლოა, აქცია არასასურველი შედეგით დასრულებულიყო.

„2014 წელს მოხდა ის, რაც მუდმივად ხდება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. რამდენი არჩევნებიც მარნეულში ჩატარებულა, პირდაპირ ხელჩართული ბრძოლა არის ახმედ იმამკულიევის წინააღმდეგ და ყველა არჩევნებზე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, მან არჩევნები არ მოიგოს. 2014 წელს, ბოლო დღე იყო, კანდიდატის მოხსნის და ხელისუფლების დავალება, რომელიც მიღებული ჰქონდა საოლქო კომისიას და მის თავმჯდომარეს, უნდა შესრულებულიყო, ახმედი არჩევნებიდან უნდა მოეხსნათ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ რომ იქ არ ვყოფილიყავით, ახმედის მხარდამჭერების პროტესტის შეჩერება საკმაოდ რთულ ფორმებში გადავიდოდა, რომ არა, პოლიტიკოსების იქ ყოფნის და სიტუაციის განმუხტვის მცდელობა, რომელსაც წარმატებით მივაღწიეთ, შეიძლება სულ სხვა შედეგები დამდგარიყო. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა და რატომღაც, მხოლოდ გიგი გაახსენდათ, იქ სხვებიც ვიყავით და არავის გახსენებია. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური პროცესი გიგი უგულავას წინააღმდეგ", - განაცხადა გოგორიშვილმა.

საქმე შეეხება 2014 წლის 5 ივნისს, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც უგულავას იძულებასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

ცნობისთვის, 2014 წელს, "ნაციონალური მოძრაობიდან" მარნეულში კენჭს ახმედ იმამკულიევი იყრიდა. მისი კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნის გასაპროტესტებლად მარნეულში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებიან გიგი უგულავას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა