იტალიელმა ექსპერტებმა მდინარე ვერეს ხეობა დაათვალიერეს

იტალიელმა ექსპერტებმა მდინარე ვერეს ხეობა დაათვალიერეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საველე გასვლა განხორციელდა მდინარე ვერეს ხეობაში და სვანიძის ქუჩაზე, სადაც სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესებით დაძაბული უბნებია.

მათივე ცნობით, სპეციალისტებმა იტალიელ ექსპერტებს ვერეს ხეობაში აშენებული ღვარცოფდამცავი ნაგებობაც დაათვალიერებინეს, ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ადგილზე საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება განხორციელდა.

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება.

ამასთან, უცხოელი ექსპერტები, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ახალდაბის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს