წყალმომზადების სისტემების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

„წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა" - აღნიშნულ საკითხებს მიეძღვნა ,,ექსპო ჯორჯია“-ში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენცია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშიმ გახსნა.

მათივე ცნობით, კონფერენციას, 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის ‘’CAUCASUS BUILD’’ ფარგლებში, კომპანია ,,აკვალაინი“ უწევდა ორგანიზებას.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ურუშაძემ კომპანიის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრა კომპანიის ოპერირების არეალში წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორულ თანამშორმლობასა და ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო გარემოზე.

შეხვედრაზე დარგის ექსპერტებმა, კონფერენციის ორგანიზატორებმა, უცხოელ პარტნიორებთან და წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებულ სიახლეებსა და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო