ნათია თურნავა - ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობის კალათა შედარებით იაფი ენერგოგენერაციის წყაროებით იყოს უზრუნველყოფილი

ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობის კალათა შედარებით იაფი ენერგოგენერაციის წყაროებით იყოს უზრუნველყოფილი, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, დაწყებულია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი, სადაც გამოყენებული იქნება ლიბერალური და ეტაპობრივი მიდგომები იმისთვის, რომ პროექტმა მეტი სიკეთე შექმნას.

„ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყება ამ წლის მაისიდან, როდესაც მომხმარებლების ნაწილი - მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე. მათ ჩვენ ვთავაზობთ ახალ მექანიზმებს და მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომ პროცესი იყოს ნაკლებად საგრძნობი და ამავდროულად, მოგვეცეს საშუალება, მეტი მოქნილობა გვქონდეს მოსახლეობასთან და მათი კალათა უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი შედარებით იაფი გენერაციის წყაროებით“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა