"ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 28-ე ღუმელიდან გუშინ, 12:15 საათზე კაზმი ამოიფრქვა, რასაც ძლიერი აალება და კვამლის გავრცელება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქარხნის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დროულად მოხერხდა ღუმელის გათიშვა და ვითარების შემდგომი გართულების თავიდან აცილება.

„მაღალმა ტემპერატურამ ღუმელის გაგრილების და გაზგამწმენდი სისტემები დააზიანა. ამჟამად მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ღუმელის მუშაობა აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლდება.

აღსანიშნავია, რომ მეტალურგიულ წარმოებაში ღუმელიდან კაზმის ამოფრქვევა გავრცელებული მოვლენაა. ქარხანაში ამჟამად მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემდგომი პრევენციის ზომების გატარება მიმდინარეობს“, - აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა