ქეთევან ციხელაშვილი - ხეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, რომ პანკისის მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან მაია ცქიტიშვილთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფება, სადაც შეხვედრები იმართება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თავდაპირველად მინისტრები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათთან ხეობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

მათივე ცნობით, საუბარი სხვა თემებსაც შეეხო. მათ შორის განათლების მიმართულებით მოსალოდნელ ცვლილებებს, ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილ ნაბიჯებს, ჰესებს და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც - მედიკო მარგოშვილი.

„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვარ ხეობაში. პანკისში თვენახევრის წინაც გახლდით, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შევხვდით. დღეს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად ვიმყოფები აქ იმისათვის, რომ კიდევ უფრო ხელშესახები და კონკრეტული გავხადოთ ის გეგმები, რომლებიც მთავრობას პანკისის ხეობისა და ზოგადად სხვადასხვა რეგიონის განვითარების თვალსაზრისით აქვს. მოგეხსენებათ, მთავრობის პრიორიტეტი რეგიონების გაძლიერებაა. ხეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია ისაა, რომ პანკისის მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. აბსოლუტური პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, ბუნებრივია, განათლება გახლავთ. ახლა სწორედ ახალგაზრდების ჯგუფს შევხვდით მათი ინიციატივით და მოხარული ვიქნები, თუ ხეობიდან კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება. ამას მხოლოდ წავახალისებთ. მე მათ კონკრეტულ გეგმებზე ვესაუბრე. მათ შორის იმ შესაძლებლობებზე, რაც უმაღლესი განათლების საფეხურზე პანკისის ხეობის ახალგაზრდებისათვის გამოყოფილი კვოტების გაზრდის თვალსაზრისით არსებობს. ზოგადად, განათლების მიმართულება სახელმწიფოსათვის უმთავრესი პრიორიტეტი ხდება, მათ შორის ბიუჯეტიდან ასიგნებების თვალსაზრისით და მგონია, რომ ეს ხეობაზეც თავის დადებით ეფექტს აუცილებლად იქონიებს,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოგვიანებით მინისტრებმა სოფელ მატანში გადაინაცვლეს, სადაც მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა. მათ სოფლის მცხოვრებლებისაგან მატანის და ზოგადად, ხეობის საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ისაუბრეს გამოწვევების გადაჭრის გზებსა და გეგმებზე.

პანკისის ხეობაში შეხვედრები გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა