ადვოკატის ინფორმაციით, გოკა გაბაშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა დაადასტურეს, რომ გიგი უგულავას მარნეულში, აქციაზე უკანონო ქმედება არ ჩაუდენია

გოკა გაბაშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა, რომლებიც დღეს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ, დაადასტურეს, რომ გიგი უგულავას 2014 წელს, მარნეულში მიმდინარე აქციაზე არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულ გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, უგულავას ქმედება პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფარგლებში ჯდებოდა.

„დღეს დაკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ მარნეულში, 2014 წლის ივნისში გამართული პოლიტიკური პროტესტის, დაადასტურეს, რომ გიგი უგულავას არანაირი უკანონო მოქმედება არ ჩაუდენია. რეალურად, სწორედ, იმჟამინდელი პარლამენტის წევრები იყვნენ ინიციატორები გაეპროტესტებინათ საოლქო საარჩევნო კომისიის უკანონო ქმედებები. სწორედ მათ მიერ იქნა ორგანიზებული, ის ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა და რაც არ არის დანაშაული, რაც არ არის კრიმინალი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ლეგალური ფორმა", -განაცხადა ბასილაიამ.

შემდეგი სასამართლო სხდომა, 22 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება.

საქმე შეეხება 2014 წლის 5 ივნისს, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც უგულავას იძულებასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

ცნობისთვის, 2014 წელს, „ნაციონალური მოძრაობიდან" მარნეულში კენჭს აჰმედ იმამკულიევი იყრიდა. ხელისუფლების მხრიდან მისი კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნის გასაპროტესტებლად მარნეულში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებიან გიგი უგულავას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო