რომან კაკულია - ნუ შემიყვანთ წამსვლელ-მომსვლელების ნურც ერთ სიაში - მე თუ მომინდება ვინმესთან პიროვნული ასოცირება, ამას თვითონ დავაანონსებ

შემოდგომაა ის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნების" თითოეული წევრი გაცილებით უფრო მყარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს "ქართული ოცნების" ახალი სახე, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ მისი მმართველ პარტიაში დარჩენა-არ დარჩენის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ პერიოდში არ მოხდება გარკვეული საკითხების გაანალიზება, რომელიც გუნდის საბოლოოდ ჩამოყალიბებას უკავშირდება, ამან, შესაძლოა, დისკომფორტი შექმნას.

„ნუ შემიყვანთ ნურც ერთ სიაში ამ წამსვლელ-მომსვლელების. მე თუ მომინდება ვინმესთან პიროვნული ასოცირებულობა, ამას თვითონ დავაანონსებ. შემოდგომა არის ის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნების" თითოეული წევრი გაცილებით უფრო მყარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ახალი ფორმატი და ახალი სახე „ქართული ოცნების“, რომლითაც ის წარსდგება მომავალში არჩევნებზე. თუ ბევრი რამ, რაც გასაანალიზებელია ამ პერიოდში, იმის სათანადოდ გაანალიზება ვერ მოხდება, ცხადია, ეს გარკვეულ დისკომფორტებს შექმნის და ამის უტრირებას მე გთხოვთ, რომ ნუ ახდენთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს