სულხან სალაძე - ვენეციის კომისიის დასკვნამდე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, არ მიტოვებს განცდას, რომ მმართველ პარტიას სურს, პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩანიშვნა კანონპროექტის განსახილველად, სამწუხაროდ, არ მიტოვებს იმის განცდას, რომ მმართველ პარტიას სურს ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე ისე მიიყვანოს, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იქნება უკეთესი,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 15 აპრილს ჩაინიშნა.

მისი თქმით, ამ საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვლინდება ის, თუ რამდენად ყურადღებით უდგება მმართველი პარტია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არსებობას ქვეყანაში.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მხოლოდ პირველი მოსმენით გაივლიდნენ ამ საკითხს და მეორე მოსმენისას დაელოდებოდნენ ვენეციის კომიის დასკვნას. გავიგეთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა ორშაბათ დილით ჩანიშნულა. ცხადია, ეს არის ძალიან ცუდი.

ორშაბათს სხდომა რომც არ ჩატარდეს, უკვე იმის გაცხადება, რომ სხდომა ორშაბათსაა ჩანიშნული, ნიშნავს იმას, რომ მათთვის შესაძლოა, ფორმალური პროცესი იყოს საერთოდ, რას იტყვის ვენეციის კომისია, ან შესაძლოა, ჰქონდეთ ისეთი განცდა, რომ ვენეციის კომისია იტყვის იმას, რაც მათთვის ნებისმიერ შემთხვევაში მისაღები იქნება.

აქ, მთავარია ის, რომ ასეთი მნიშვნელობის მქონე საკითხისადმი ამ ტიპის დამოკიდებულება აჩენს, თუ რამდენმად გულისყურით უდგება მმართველი პარტია სასამართლოს საკითხებზე მსჯელობას, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრი და ზოგადად, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელმაც პრაქტიკულად, ერთ-ერთი მოსამართლე, ვინც რეალურად შემოქმედი იყო წინა ხელისუფლების დროს უსამართლო სასამართლო სისტემის, მსხვერპლად გამოიყვანა. ვფიქრობ, ამ ტიპის პროცესების ფორსირებას, ალბათ, ესეც გარკვეულწილად ხელს უწყობს“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა