ზურაბ პოლოლიკაშვილი მაიამიში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ბიზნესმენებს შეხვდა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მაიამიში 10 აპრილს სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული ტურიზმის საინვესტიციო ფორუმი გახსნა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან ბიზნესმენებს შეხვდა.

პოლოლიკაშვილმა ინვესტორებისადმი მიმართვაში ისაუბრა გასტრონომიული ტურიზმის მნიშვნელობაზე და პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივაზე, რაც სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული ტურიზმის სექტორის წახალისებას გულისხმობს.

„მაქვს პატივი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოწვევით ვიმყოფებოდე მაიამიში. სულ უფრო მეტად იზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობა, რომელთა აშშ-ში მოგზაურობის მთავარი მოტივი ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაა. ამ მხრივ მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას სოფლის მეურნეობისა და გასტრონომიული ტურიზმის სექტორის წახალისების შესახებ. დღეს ამ დარბაზში ქვეყნის წამყვანი ინვესტორები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იმყოფებით, გარწმუნებთ, რომ თქვენს მიერ გასტრონომიული ტურიზმის სფეროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა გრძელვადიან პერიოდში გაათმაგებულ სარგებელს მოგიტანთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მაიამი გამოვაცხადოთ ამერიკის კონტინენტის გასტრონომიის დედაქალაქად“,- განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დღესვე, პოლოლიკაშვილმა მაიამიში საკრუიზო ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი გახსნა, რომელსაც ამერიკისა და მსოფლიოს წამყვანი საკრუიზო კომპანიების პრეზიდენტები დაესწრნენ. პოლოლიკაშვილის ინიციატივით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ქვეყნებს სარეკომენდაციო პაკეტს შესთავაზებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა