ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული, ბათუმის საკრებულოს წევრი - ირაკლი პატარიძემ დედაზე შეიგინა და ხელი დამარტყა

სიტყვის თქმა არ დამამთავრებინა, დედაზე შეიგინა და ხელიც დამარტყა. ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, - ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა როინ ზოიძემ განაცხადა.

ზოიძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრს შენიშვნა გინების გამო მისცა, რასაც მისი მხრიდან მორიგი შეურაცხყოფა მოჰყვა.

„გინების მსგავსი რაღაცები იყო, მე მივედი მასთან ახლოს და ვუთხარი, უხერხულია, სირცხვილია, არ გინდა, ჩვენ ადამიანები ვართ-მეთქი. ამის თქმა არ დამამთავრებინა, დედაზე შეიგინა და ხელიც დამარტყა. შემდეგ ვითარება გადაიზარდა ჩხუბში, მაგრამ მე არაფერი მახსოვს მას შემდეგ, რაც დამარტყა,“ - განაცხადა როინ ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, როინ ზოიძის შეკითხვა გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი პატარიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც განათლების კომისიის თავმჯდომარემ მოხსენებისას ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია. ენმ-ს წევრმა პატარიძეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. აღნიშნულს პატარაძის გაღიზიანება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ენმ-ს წევრი როინ ზოიძე. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო