დავით ჭიჭინაძე - როგორც ეტყობა, ამ ქვეყანაში ფულის მოპარვა კანონით აღარ ისჯება

როგორც ეტყობა, ამ ქვეყანაში ფულის მოპარვა კანონით აღარ ისჯება, - ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.

„თუ ეს ასეა, მაშინ მთავრობა უკვე გასაქცევად ემზადება, ბოლოში იპარავენ. ფულს იპარავენ, აბა თქვენ (ჟურნალისტებს) ვერ მოგიპარავენ -კანონით ისჯება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კორუფციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოში გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი გამორჩენისთვის გამოყენება, ხოლო ხელისუფლება ასეთ შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ამავე დროს, წვრილმანი კორუფციის შემთხვევები კვლავაც უკიდურესად იშვიათია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა