ფონდი „ქართუს“ თავმჯდომარე -  სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა სოლიდურ თანხასთან, მილიონებთან არის დაკავშირებული

სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა სოლიდური თანხის, მილიონების საკითხია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ტაძრის მოხატვის ხარჯები ჯერ დაანგარიშებული ზუსტად არ არის, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი სამუშაოა.

„ფონდი ისედაც უკვე აწარმოებს სამუშაოებს სამების მოხატვასთან დაკავშირებით და გააგრძელებს ამ სამუშაოებს მომავალშიც. ტაძრის საკურთხევლის ნაწილი, ანუ ცენტრალური ნაწილი, რომელიც საკურთხევლის თავზე მდებარეობს, უკვე მოხატულია და ეს სამუშაოებიც დაფინანსებულია „ქართუს“ მიერ. ეს საკმაოდ დიდი, სოლიდური თანხებია, მოგეხსენებათ, მოხატვა საკმაოდ ძვირიან სამუშაოს ნიშნავს. სამება საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია, მისი შიდა კედლების ფართი 23 000 კვადრატულ მეტრამდეა. თანხები ზუსტად დაანგარიშებული ამ ეტაპზე არ არის, ეს მილიონების საკითხია, ძალიან ძვირია და რა თქმა უნდა, პროცესია ხანგრძლივია, რადგან ეს ის თემაა, რომელიც ვერ იტანს აჩქარებას. მოხატვა არ არის სხვა ტიპის სამშენებლო სამუშაო“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას დააფინანსებს.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)