ფინანსთა მინისტრის მოადგილეები სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი, დღეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მათი სამუშაო ვიზიტის მიზანია, ეკონომიკური, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.

მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურების ეფექტიან მუშაობას, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს