გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - მაქვს ეჭვი, რომ მეწარმეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ პოლიეთილენის  პარკების აკრძალვა  კიდევ გადავადდებოდა

მე მაქვს ეჭვი, რომ მეწარმე სუბიექტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ გადავადდებოდა და 1-ელ აპრილს არ ამოქმედდებოდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება-რეალიზაციაზე მსჯელობენ. კომიტეტის სხდომას პოლიეთილენის ადგილობრივი მწარმოებლებიც ესწრებიან, რომელთა განცხადებებს აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.

„აქ მსხდომ ადამიანებთან ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. მინდა საზოგადოებამ ძალიან ცალსახად იცოდეს, რომ აქ არ იყო საუბარი ორ და სამ ადამიანზე. შეხვედრა იყო პარკის ყველა მწარმოებელთან და იმპორტიორთან. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა მისი განხილვა და არაერთხელ ითქვა, რომ აქ იყო საუბარი პლასტიკის პარკების სრულ აკრძალვაზე დროის გარკვეული მონაკვეთიდან. ეს ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი მეწარმე სუბიექტებთან შეხვედრის დროსაც და მათ მიერ გამოთქმული იყო მზაობა აკრძალვასთან დაკავშირებით. აქ გაჟღერებული იყო, რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ პლასტიკის პარკები სრულად არ აკრძალულიყო და ვთქვათ, 50 მიკრონზე მეტი სისქის დარჩენილიყო. არ იყო ასე შეთანხმება.

სექტემბრის დასაწყისში მივიღეთ ეს რეგულაცია და გადაიარაღებისთვის საწარმოებს მივეცით გარდამავალი პერიოდი. ვიღაცეებმა მოასწრეს ეს და გადაიარაღდნენ. მე მიჩნდება განცდა, რომ მეწარმე სუბიექტებს ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ ეს რეალური არ იქნებოდა, რომ მთავრობა გადაავადებდა მის ამოქმედებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰგონიათ ხოლმე, რომ ვადა მოვა და კიდევ გადავადდება რომელიმე კონკრეტული რეგულაციის ამოქმედება", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებას ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შეკრებილი მეწარმეები ამტკიცებენ, რომ მათ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისთვის გადაიარაღება სჭირდებათ და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ასეთი პარკის წარმოებას ვერ ახერხებენ, რის გამოც წარმოება გააჩერეს. ისინი იმასაც ამტკიცებენ, რომ რეალურად ქვეყანაში ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტი არ ხდება. მათი თქმით, უცხოეთიდან კვლავ შემოდის პოლიეთილენის პარკები, ხოლო შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც დაადგენს ბიოდეგრადირებადია პარკი თუ არა, არ არსებობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს