ბექა ოდიშარია საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ ნინუასთან და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოადგილესთან, რატი ბრეგაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, მათ შორის, დიასპორის რუკის შექმნის საკითხზე ასევე, დიასპორის დღეზე, რომელიც ტრადიციულად 27 მაისს აღინიშნება.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებას. როგორც აღინიშნა, ბიუჯეტი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებით, რომელიც დღეს ჩვენს დიასპორას აქვს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბიუჯეტის შესაძლო კორექტირებაზე. ბიუჯეტი უნდა გამომდინარეობდეს იმ საჭიროებებით, რომელიც აქვს დღეს ჩვენს დიასპორას, რათა უკეთ მოხდეს საკვირაო სკოლების, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდა ელჩის ინსტიტუტის ხელშეწყობა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, აღმასრულებელი თუ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების დროს იგეგმება ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრების ტრადიციის - „დიასპორის საათის“ დამკვიდრება, რაც კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება.

„გვინდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ტრადიცია - „დიასპორის საათი“ დავამკვიდროთ. ვგეგმავთ, სახელმწიფოს წარმომადგენლობითი დელეგაციების ვიზიტისას (თუ ვიზიტის ხანგრძლივობა ამის შესაძლებლობას იძლევა) საელჩოებში, კამერულ სიტუაციაში მოხდეს დიასპორასთან შეხვედრა, რათა მათგან მოვისმინოთ მიმდინარე საჭირბოროტო საკითხები და ჩვენც გავაცნოთ მათ ის ინიციატივები, რომელიც აქვს ქვეყანას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს